რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა და სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი ინიციატივა - Palitra News

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა და სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი ინიციატივა

2025-05-29 12:39:07+04:00

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა და სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი ინიციატივა - ომში მყოფმა უკრაინამ აგრესორ ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი უკვე გადასცა, მზადაა რუსეთის სამშვიდობო მემორანდუმიც, თუმცა მისი უკრაინული მხარისთვის გადაცემა დროში ჭიანურდება, რაც უკრაინას იმის მტკიცების შესაძლებლობას აძლევს, რომ ოკუპანტი ქვეყანა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის. ომის დასრულების პროცესის მიმდინარეობით უკმაყოფილოა დონალდ ტრამპი - რა გზავნილები აქვს აშშ-ის პრეზიდენტს და როდის იგეგმება მორიგი სამშვიდობო მოლაპარაკება.