თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ვიზიტი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა დღის წესრიგი ჯერ-ჯერობით უცნობია. ჰაკან ფიდანი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში უკვე იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჰაკან ფიდანი კიევში უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავს.