აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილი აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს - თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში დაზუსტდება რამდენად სერიოზულადაა განწყობილი ვლადიმერ პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესით. ტრამპმა უარი თქვა იმ კონკრეტული ნაბიჯების გამხელაზე, რომლებსაც მოსკოვის წინააღმდეგ განიხილავს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი რიტორიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ გამკაცრდება.