აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. - აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლავროვი რუბიოს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ ესაუბრა. განცხადების თანახმად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მხარეთა პოზიციების დაახლოების აუცილებლობას ხაზი გაუსვა და განმარტა, რომ დონალდ ტრამპის მიზანი უკრაინაში ომის სწრაფი დასრულებაა.