თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 14:00 საათზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავების დეტალებზე ბაჩიაშვილი სავარაუდოდ დღევანდელ პროცესზე ისაუბრებს. ქართულ ოცნებაში გამორიცხავენ ვერსიას, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლოკაშვილის კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ ქართულ მხარეს გიორგი ბაჩიაშვილი გადასცეს. ოპოზიცია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს.