ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს - Palitra News

ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

2025-05-29 09:26:11+04:00

დღესვე არის ჩანიშნული დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესიც. ადვოკატის ინფორმაციით, პროცესზე გადაწყდება დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურორების მოთხოვნას სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მასაც, ირაკლი ოქრუავშილისა და ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, დააკავებენ. მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.