სერგეი გავრილოვი - ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო - Palitra News

სერგეი გავრილოვი - ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო

2025-05-28 15:47:33+04:00

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც რუსულ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი დაგმო. მანამდე open air-ზე ერეკლე გეწაძის პერფომანსზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსული მხარის კომენტარი საინტერესო არ არის, თუმცა მისი შეფასებით, მომღერლის საქციელი ქართული კულტურისთვის შეუფერებელია.