ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. მანამდე, მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა, დონალდ ტრამპის წერილი გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების განამტკიცების ერთგულებას გამოხატავს. ქართულ ოცნებას ტრამპის განცხადება ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინს უჩენს, თუმცა დანიგანთან შეხვედრაზე ივანიშვილის უარზე ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პროტოკოლი უნდა დაიცვას. ოპოზიციას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არ სჯერა. რა მიზეზით სურდა დანიგანს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და როგორია გამოხმაურებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე?!