Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება - Palitra News

Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება

2025-05-28 12:45:29+04:00

Reuters-ი გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება. გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში დღეს მიიღებს. ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევა იქნება. რამდენიმე დღის წინ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს.