რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 13 ოლქის თავზე 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 13 ოლქის თავზე 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

2025-05-28 12:44:40+04:00

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 13 ოლქის თავზე 296 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. დრონები, მათ შორის, მოსკოვის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვლადიმირის, ვორონეჟის ოლქებში ჩამოაგდეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, განცხადებით, ტერიტორიაზე ღამით 42 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებდა.