შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა - Palitra News

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა

2025-05-28 12:41:32+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.