როგორ განმარტავს ვახტანგ გომელაური წასვლის გადაწყვეტილებას და რის მიხედვით შეარჩიეს გელაძის კანდიდატურა - Palitra News

როგორ განმარტავს ვახტანგ გომელაური წასვლის გადაწყვეტილებას და რის მიხედვით შეარჩიეს გელაძის კანდიდატურა

2025-05-28 12:39:34+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გელა გელაძე უხელმძღვანელებს. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს აცნობა. გომელაურს გადაწყვეტილების მიზეზებზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების ფონზე, სახელმწიფო თანამდებობის დატოვება და ოჯახთან მეტი დროის გატარება გადაწყვიტა.