თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში კვლავ უთანხმოებასა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის’’ წევრები ადასტურებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. საკითხზე დისკუსიისთვის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს ძლიერი საქართველოს გუნდიც. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილისთვის, "ქართული ოცნების" პირობებში ნებისმიერ არჩევნებზე საუბარი აბსურდული და სადეპუტატო მანდატების ინტერესის გამართლებაა. ოპოზიციის ნაწილში კითხვებს აჩენს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გზავნილიც. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვთ. რა კონფიგურაცით ხვდება ქართული პოლიტიკური სივრცე თვითმმართველობის არჩევნებს?!