მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

2025-05-28 10:20:08+04:00

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა. კობახიძე განცხადებას 11:00 საათზე გააკეთებს.

ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს წარადგენს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.