კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა - Palitra News

კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა

2025-05-28 09:34:21+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მიერ მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი უგუნური და სამწუხაროა. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე ომის შესაჩერებლად მუშაობს. ვაშინგტონი, რუსეთისგან იმ მემორანდუმის მიღებას ელოდება, რომლის გაფორმების პირობაც მოსკოვმა ერთი კვირის წინ დადო. კელოგმა, რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ იცის და ეს მესამე მსოფლიო ომია.