უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს, რუსეთის თავდასხმებს სარკისებურად უპასუხოს. მისი თქმით, უკრაინა დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტების საკუთარი წარმოების გაზრდაზე მუშაობს და ევროპელ პარტნიორებთან წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით შეთანხმებები მზადდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეთანხმებები, პირველ რიგში, დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ეხება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ოფიციალურმა კიევმა თავდასხმის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური აღჭურვილობა უნდა შექმნას, რადგან ისინი მიმდინარე ომის ძირითადი ელემენტებია.