ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილს, სადაც ის მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მილოცვასთან ერთად, ტრამპის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობების განამტკიცების ერთგულია. თავისმხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებასა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას სთავაზობს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ტრამპის წერილთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ.