დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - დაკავებას არ გამორიცხავენ ნიკა გვარამია და ნიკა მელია - Palitra News

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გიორგი ვაშაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - დაკავებას არ გამორიცხავენ ნიკა გვარამია და ნიკა მელია

2025-05-27 20:43:22+04:00

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულის მიმართ, სისხლის სამართლის დევნის შესაწყვეტად საკმარისი საფუძველი არ არსებობს. გიორგი ვაშაძემ შეფარდებული გირაო გადაიხადა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაკავებას მაინც არ გამორიცხავს. ამავე საქმეზე კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესიც ახლოვდება, რომელიც 29 მაისსაა ჩანიშნული. დაკავებას არ გამორიცხავენ ნიკა გვარამია და ნიკა მელია.