სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ახალი საპარლამენტო არჩევნებია - როგორია მხარეთა პოზიციები არჩევნების საკითხზე - Palitra News

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ახალი საპარლამენტო არჩევნებია - როგორია მხარეთა პოზიციები არჩევნების საკითხზე

2025-05-27 15:42:56+04:00

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ფორმულა ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც არა ქართული ოცნების წესების მიხედვით, არამედ, ,,წინააღმდეგობის პლატფორმის’’ ფარგლებში ჩამოყალიბებული პირობებით უნდა ჩატარდეს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია ოპოზიციის ნაწილისთვის ბუნდოვანი აღმოჩნდა. ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით აზრი კვლავ ორად იყოფა. მათი ნაწილი, კოლეგებისგან სიცხადეს და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს. სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან, კვლავაც კრიტიკის სამიზნე გახდა. ზურაბიშვილის განცხადების რა ნაწილი ტოვებს კითხვის ნიშნებს ოპოზიციისთვის და როგორია მხარეთა პოზიციები არჩევნების საკითხზე?!