გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სივრცეშიც. ხელისუფლების ოპონენტებმა ბაჩიაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელებად შეაფასეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებასთან დაკავშირებით ცრუ ვერსიები მიზანმიმართულად ვრცელდება. მმართველ გუნდში ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებას მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით სისულელე უწოდეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე კი - კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებულ ბაჩიაშვილის ინტერვიუ გამოცემა "გარდიანის" გვერდზე გამოქვეყნდა - რას ამბობს ინტერვიუში ბაჩიაშვილი და რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები დაკავების შესახებ?!