საქართველოში ერთ ადამიანზე ყოველთვიური შემოსავალი 590 ლარია, ხოლო ხარჯი 540 ლარია. შესაბამისად, შემოსავალი ხარჯებს მხოლოდ 50 ლარით აჭარბებს და სწორედ ეს თანხა უნდა იკმაროს ადამიანმა მათ შორის ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, როგორიც არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მოულოდნელად მწყობრიდან გამოსული საყოფაცხოვრები ტექნიკა, ან თუნდაც სარიტუალო ღონისძიებები. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ ადამიანზე, წინა წელთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 590 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 13.2%-იანი ზრდის მიუხედავადაც, ერთ ადამიანზე შემოსავლების ოდენობა ხარჯებისას მხოლოდ 50 ლარით აღემატება.
იმავე „საქსტატის“ შეფასებით, ერთ ადამიანზე საშუალო თვიური ხარჯები 8.2%-ით არის გაზრდილი და 540 ლარს უტოლდება.
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში, 2024 წელს, ოჯახების შემოსავლები 10.1%-ით 1 896 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ხარჯების ზრდა 5.2%-ი იყო და 1736 ლარი შეადგინა.