ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ათეულშია. Tasteatlas-ის რეიტინგის მიხედვით, ქართულმა ქვევრის ღვინომ 5-დან 4.6 ქულა მიიღო და საუკეთესო ღვინოებს შორის მეათე ადგილი დაიკავა. „ქართული ქვევრის ღვინო უძველესი მეთოდით იწარმოება, რომლის დროსაც დაწურულ ყურძენს ქვევრებში ასხამენ. ქვევრები ილუქება და მიწის ქვეშ მარანში ინახება. როგორც წესი, ღვინო ხუთიდან ექვს თვემდე დუღილის პროცესშია. ღვინის დაყენების ეს მეთოდი, რომელიც რვა ათას წელზე მეტია არსებობს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული“, - ნათქვამია Tasteatlas-ის აღწერაში.
ქართულ ქვევრის ღვინოსთან ერთად, საუკეთესო ღვინოებს შორის ჩამოთვლიალია იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბერძნული ღვინოებიც.