როგორც ამბობენ საქართველოში ლუდის სეზონი იწყება და ვნახოთ რამდენ ლუდს მიირთმევს წლის განმავლობაში ერთი სტატისტიკური ქართველი - Palitra News

როგორც ამბობენ საქართველოში ლუდის სეზონი იწყება და ვნახოთ რამდენ ლუდს მიირთმევს წლის განმავლობაში ერთი სტატისტიკური ქართველი

2025-05-27 13:53:12+04:00

როგორც ამბობენ საქართველოში ლუდის სეზონი იწყება და ვნახოთ რამდენ ლუდს მიირთმევს წლის განმავლობაში ერთი სტატისტიკური ქართველი. რა თქმა უნდა ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს მონაცემი ძალიან განსხვავებული იქნება, ზოგი მეტს მიირთმევს, ზოგიც ნაკლებს, მაგრამ „თიბის კაპიტალის“ კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში 15+ მოსახლეობაში, გასულ 2024 წელს ლუდის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 46 ლიტრი იყო. ამავე მონაცემების თანახმად, წლების მიხედვით ეს მაჩვენებელი იზრებოდა. ასე მაგალითად, 2020 წელს ლუდის მოხმარება ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 36 ლიტრი; 2022-ში - 42 ლიტრი; ხოლო 2024 წელს როგორც უკვე გითხარით - 46 ლიტრს შეადგენდა. გარდა ამისა, კვლევაში ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოში ლუდის ადგილობრივი წარმოება წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა და 127 მლნ ლიტრი შეადგინა, საშუალო ფასი ლიტრზე კი 2 ლარი და 80 თეთრის იყო. რაც შეეხება მოხმარებას, კვლევის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს 138 მლნ ლიტრი ლუდი მიირთვეს, აქედან 87% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის და მხოლოდ 13% იმპორტირებულზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2023 წელს ლუდის მოხმარება 125 მილიონი ლიტრი იყო, საიდანაც იმპორტირებულზე 10% მოდიოდა. როგორც ხედავთ, შარშან წინა წელთან შედარებით იმპორტი გაზრდილია თითქმის 4 ათასი ტონით, შემცირებულია ექსპორტიც თუმცა მცირედით, დაახლოებით ათასი ტონით.