ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები - Palitra News

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

2025-05-27 13:52:41+04:00

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები. მოგეხსნებათ გუშინ 26 მაისი იყო და ბიზნესპრესნიუსი დაინტერესდა, როგორია ქვეყნების სახელმწიფო დანახარჯები თავდაცვის კომპონენტში. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე მეტს თავდაცვაზე აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და საუდის არაბეთი ხარჯავენ. თუმცა, ამერიკის მიერ გაწეული საბიუჯეტო თანხები ჩამოთვლილი ქვეყნების თავდაცვის საერთო ხარჯებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. Global Firepower-ის 2025 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი 895 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას კი რეიტინგში მოსდევს ჩინეთი, რომლის თავდაცვის ბიუჯეტიც თითქმის 267 მილიარდი დოლარია, რაც ამერიკის ბიუჯეტზე 3.5-ჯერ ნაკლებია. ამავე რეიტინგის მიხედვით, რუსეთი - 126 მილიარდ დოლარს ხარჯავს; ინდოეთი - 75 მილიარდს; საუდის არაბეთი კი თითქმის 75 მილიარდ დოლარს. რეიტინგში ჯამში შედის 145 ქვეყანა, მათ შორის კი საქართველო 105-ე ადგილს იკავებს. Global Firepower-ის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის ხარჯები 495 მილიონი დოლარია, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მცირე მაჩვენებელია. კერძოდ, თურქეთი თავდაცვაზე 47 მილიარდ დოლარს ხარჯავს; აზერბაიჯანი - 5 მილიარდს; სომხეთი კი 1,7 მილიარდს. Global Firepower-ის რეიტინგი ასახავს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების წლიურ მოცულობას და ეფუძნება იმ თანხებს, რომლებიც მთავრობებმა სამხედრო ძალების შენახვისთვის გამოყვეს - ეს მოიცავს შეიარაღების შესყიდვას, სამხედრო ტექნიკის მოვლა-პატრონობასა და პერსონალის ხელფასებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემები არ ითვალისწინებს სამხედრო ძალების მზადყოფნის, ტექნოლოგიური განვითარებისა თუ სამხედრო ძალების ეფექტურობის საკითხებს.