გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიზიტით პარიზში იმყოფებოდა, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. დავით სონღულაშვილმა ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან პირისპირ შეხვედრებიც გამართა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის სისტემების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მუშაობს ოფიციალური „დაავადებებისგან თავისუფალი ქვეყნის“ სტატუსის მისაღწევად, რაშიც ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.