სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. სუს-ის ცნობით, ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს სავარაუდოდ, გლდანის ციხეში შეასახლებენ. იურიდიული ფირმის, Amsterdam & Partners განცხადებით, საქართველოში, სასამართლო პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად გამოიყენება, ბაჩიაშვილი კი - პოლიტიკური დევნის კამპანიის სამიზნეა.