უკრაინაში ომის მიმდინარეობის პარალელურად პუტინი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს - Palitra News

უკრაინაში ომის მიმდინარეობის პარალელურად პუტინი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს

2025-05-27 09:25:13+04:00

უკრაინაში ომის მიმდინარეობის პარალელურად პუტინი მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს - აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში შედგა. მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, უკრაინაში ომის მიმდინარეობის პროცესი და აღნიშნული ომის დროულად დასრულების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს დამატებითი კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.