უკრაინის პრეზიდენტის გზავნილები აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს დიპლომატიის უგულებელყოფის მცდელობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების გადაწყვეტილებას მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება აიძულებს. უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინა 900-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით, ასევე ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით დაბომბა.