სალომე ზურაბიშვილის განცხადება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილისთვის ბუნდოვანია. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა მელია ფიქრობს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა პირადი პოზიციები გააჟღერა, რითაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დატოვა. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრების თქმით, დროა გახარია საქართველოსთვის გუნდმა და ძლიერმა საქართველომ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ. მათი თქმით, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების ღალატის ტოლფასი და 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციაა. 26 მაისს, სალომე ზურაბიშვილის ინიაციტივით დაორგანიზებული დამოუკიდებლობის დღე, მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დასრულდა, სადაც მან არჩევნების გარდა, ხანგრძლივ პროტესტზე და ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის აუცილებელ ასპექტებზე ისაუბრა.