„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ გზავნილს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ანტიდემოკრატიულად არის შეფასებული ოპოზიციური სივრცე და პოლიტოლოგები ეხმაურებიან - Palitra News

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ გზავნილს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ანტიდემოკრატიულად არის შეფასებული ოპოზიციური სივრცე და პოლიტოლოგები ეხმაურებიან

2025-05-27 09:21:21+04:00

„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ გზავნილს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ანტიდემოკრატიულად არის შეფასებული ოპოზიციური სივრცე და პოლიტოლოგები ეხმაურებიან. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ლიდერები ობიექტურად აფასებენ “ქართული ოცნების” ქმედებებს და ქართველ ხალხს მხარს უჭერენ. ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ფრიდრიხ მერცი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.