თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის  თაობაზე ოპოზიცის მოსაზრებები კვლავ ორად იყოფა - Palitra News

თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის  თაობაზე ოპოზიცის მოსაზრებები კვლავ ორად იყოფა

2025-05-26 20:53:25+04:00

თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ოპოზიცის მოსაზრებები კვლავ ორად იყოფა. ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ და სხვა პარტიის წარმომადგენლებისგანაც მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. უცვლელია ქართული ოცნების პოზიცია. მმართველი გუნდი 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოპოვებისთვის ემზადება.