საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა ქართული ოცნების წინააღმდეგ კრიტიკული ტონი 26 მაისადმი მიძღვანილ მისალოც განცხადებაში შეინარჩუნეს. ვაიმარის სამკუთხედის ერთობლივ გზავნილს,რომელშიც დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლის გამომწვევი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, მმართველ გუნდში სამარცხვინო თავდასხმად შეაფასეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ამერიკისა და ევროპის სხვა ქვეყნის ლიდერებიც.