26 მაისისის აღსანიშნავად ოპოზიციამ საკუთარი დღის წესრიგი შეიმუშავა - Palitra News

26 მაისისის აღსანიშნავად ოპოზიციამ საკუთარი დღის წესრიგი შეიმუშავა

2025-05-26 20:50:34+04:00

26 მაისისის აღსანიშნავად ოპოზიციამ საკუთარი დღის წესრიგი შეიმუშავა. სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას გაემიჯნენ და ორბელიანების მოედნის ნაცვლად მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. ვიდრე ქართული ოცნების ოპონენტები საბოლოო შეკრების ლოკაციაზე თავს მოყრიან, სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობები მიმდინარეობს. 21 საათზე მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილის მიმართვას მოისმენენ.