საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - Palitra News

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

2025-05-26 20:49:49+04:00

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. წელს თავისუფლების მოედანსა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ფიცი დადო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 700-მდე წვევამდელმა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გზავნილები მთავარი ტრიბუნიდან კვლავ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას შეეხებოდა.