მარტა კოსი - ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ - თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად ევროკავშირი თქვენს გვერდით კვლავ მტკიცედ დგას - Palitra News

მარტა კოსი - ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ - თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად ევროკავშირი თქვენს გვერდით კვლავ მტკიცედ დგას

2025-05-26 18:34:56+04:00

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად ევროკავშირი თქვენს გვერდით კვლავ მტკიცედ დგას“, - წერს მარტა კოსი.

შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.