მმართველი გუნდი თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება - რას აპირებს ოპოზიცია - Palitra News

მმართველი გუნდი თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება - რას აპირებს ოპოზიცია

2025-05-26 15:28:29+04:00

ვინ შეუწყობს ხელს არჩევნებში მონაწილეობით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას და ვინ დარჩება ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლაში - ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხის ასე უყურებს. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოება ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან მკაფიო პასუხს იმსახურებს. ერთი კვირის წინ, მელიამ კოლეგებს სწორედ პოლიტიკური ბუნდოვანებისა და ორაზროვნების დასრულებისკენ მოუწოდა. ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციას არ ცვლის და თვითმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.