საქართველო მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია. ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. კონკრეტულ ევროპელ ლიდერებს საკუთარ განცხადებებში არც რუსთაველის გამზირზე 180 დღის განმავლობაში შეკრებილი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა გამორჩენია.