საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერების მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე მრავალი წელია, ქართველი ხალხი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას იცავს. პარტნიორები ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ და საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამენ.