საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე ძირითადი ღონისძიების გასამართად ემზადებიან ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. „საქართველო კვლავ დაგიცავ“ - ამ სახელწოდებით ღონისძიება 15 საათიდან დაიწყება.დღის განმავლობაში დაგეგმილია მსვლელობები რამდენიმე ლოკაციიდან.