აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - Palitra News

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

2025-05-26 10:47:14+04:00

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.