„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა

2025-05-26 09:32:22+04:00

„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამაშველო სამსახურის უფროსი და ადგილობრივი ჟურნალისტი. ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის ძალები ღაზის სექტორის 77 პროცენტს აკონტროლებენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამში, 54 000-მდე პალესტინელი, მათ შორის 220 ჟურნალისტი დაიღუპა. როგორც მედია წერს, ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმია და ჯავშანტექნიკა ამჟამად ღაზაშია. ისრაელის მედია იუწყება, რომ დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 107 სატვირთო მანქანა შევიდა.