საერთაშორისო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ - Palitra News

საერთაშორისო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

2025-05-26 09:25:56+04:00

საერთაშორისო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. მანვე ქართველ ხალხს სოლიდარობაც გამოუცხადა. დამოუკიდებლობის დღის მისალოცი განცხადება საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოში გერმანიის ელჩმაც. პიტერ ფიშერის თქმით, ევროპა ქართველების გვერდით დგას.