აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს. ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის სვიფტის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს, - სანქციების ახალი პაკეტის მიზანი რუსეთის ფინანსური სექტორის იზოლაცია და უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსების შეზღუდვაა. გარდა ამისა, ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ზღვრის შემცირებას დაახლოებით 45 აშშ დოლარამდე გეგმავს, რაც აგრესორი ქვეყნის ენერგეტიკულ შემოსავალს შეამცირებს. უცხოური წყაროები აცხადებენ, რომ ევროკომისია აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.