რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა, - თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 2 ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგა. მხარეების ცნობით, აღნიშნული შეხვედრა მეზობელ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა. შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები და თურქეთის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადა.