თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-27 მაისს სამუშო ვიზიტით რუსეთს ეწვევა. - გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს და თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება. გარდა ამისა, ორმხრივი შეხვედრები დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესა და თავდაცვის მინისტრთანაც. მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროების გაძლიერება განიხილება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს, რომ თურქეთი უკრაინის კონფლიქტის სამართლიანი და მდგრადი მოგვარების მომხრეა და კმაყოფილებას გამოთქვამს მოგვარების პროცესში ბოლო დროს განვითარებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენების გამო. თურქი მინისტრი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თურქეთი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.