რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა - Palitra News

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა

2025-05-24 19:36:35+04:00

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, - აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები არიან.