„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - Palitra News

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

2025-05-24 19:30:59+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ. შემთხვევა გეგელიას მშობლების საცხოვრებელ სახლთან მოხდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, გრიგოლ გეგელიას სასწრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა. პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელის დასჯას ითხოვს. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.