1. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიპლომატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საკითხი შეეხება იმ კრიტიკულ შეფასებებს, რომლებსაც წარსულში თუ ახლა, საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოში პოლიტიკოსების დაკავებასთან დაკავშირებით აჟღერებდნენ. მმართველი გუნდი უცხოელი პოლიტიკოსების კრიტიკულ შეფასებებს ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელებას უწოდებენ. თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტებმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავების ფაქტი პოლიტიკური მართლმსაჯულების მაგალითად შეაფასეს. რა პასუხი აქვს შალვა პაპუაშვილის დასავლეთის კრიტიკაზე და როგორია ოპოზიციის შეფასებები?!