26 მაისი ორ განსხვავებულ ფორმატში - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლება სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიებას - ოპოზიცია კი ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს. საპროტესტო აქციას, რომლის მიზანიც დამოუკიდებლობის დაცვაა, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციის ნაწილი და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციის სურვილია, საზოგადოება ამ დღეს ორად გახლეჩილი შეხვდეს. მათი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. სამთავრობო ღონისძიების ფარგლებში დღის ძირითადი ნაწილი სწორედ თავისუფლების მოედანზე იქნება, ხოლო სხვადასხვა აქტივობები, ალექსანდრეს ბაღში და ორბელიანების მოედანზე ჩატარდება. როგორია 26 მაისის დღის წესრიგი?!