ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი 2026 წელს სომხეთში გაიმართება, – ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც დაადასტურა. 2028 წელს სამიტი აზერბაიჯანში დაიგეგმა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი ევროპელი ლიდერებისთვის ევროკავშირის შიგნით და მის გარეთ არსებული გამოწვევების დეტალურად განხილვის მიზნით 2022 წელს შეიქმნა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ბოლო, მეექვსე სამიტი 2025 წლის მაისში ალბანეთში გაიმართა, ხოლო მომდევნო, მეშვიდე სამიტი წლის ბოლოს დანიაში იგეგმება.